მიხეილ სააკაშვილის საქმის საზღვრის კვეთის ეპიზოდზე სხდომა კვლავ გადაიდო. მტკიცებულებების გამოკვლევა უკვე დასრულებულია. დარჩენილია მხოლოდ ბრალდებულის ჩვენება. კლინიკაში მკურნალობის გამო, მისი ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს არ სურს სხდომები მის გარეშე ჩატარდეს და კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, მზად არის სასამართლოს ამ საქმეზე ჩვენება მისცეს.