მიხეილ სააკაშვილის სასამართლო

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო კიდე ერთხელ გადაიდო. დღეს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე უნდა ემსჯელათ. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის განმარტებით, პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილი ცნობით, მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს პროცესზე დასწრებაზე. მისივე განმარტებით, მიზეზი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმის განხილვა დაცვის მხარის მტკიცებულებებით უნდა გაგრძელებულიყო. მომდევნო სასამართლო სხდომა 24 ნოემბერს ჩაინიშნა.