დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების – ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო 27 ოქტომბრამდე გადაიდო. დღევანდელ პროცესზე საქმის მოსამართლემ პენიტენციური დაწესებულებიდან და კლინიკა „ვივამედიდან“ გამოგზავნილი წერილები წაიკითხა. პენიტენციური დაწესებულებიდან წარდგენილი წერილის თანახმად, ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პროცესში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა. ამასთან, ის ასევე უარს აცხადებდა სხდომების მის გარეშე გაგრძელებაზე.