მიხეილ სააკაშვილის საქმე - პოლიტიკური შეფასება

მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებასთან დაკავშირებით, არაერთგვაროვანი შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში. მმართველ გუნდში კადრების გავრცელებას „სწორ გადაწყვეტილებას“ უწოდებენ, რადგან მათი თქმით, „გაქარწყლდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებული სპეკულაციები“. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ „კადრებით ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა დადასტურდა, თუმცა ამასთან კადრების გამოქვეყნება სააკაშვილის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“.