მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ის მოუწოდებს, რომ 14 ოქტომბრის აქციაზე მივიდეს მოსახლეობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მისი წერილი ჟურნალისტებს ადვოკატებმა გააცნეს, რომლებმაც ის ციხეში მოინახულეს. ამ წუთებში, ყოფილი პრეზიდენტი დავით კირკიტაძეს ხვდება. მანამდე კი, მიხეილ სააკაშვილის დაცვის სურვილი გამოთქვა ადვოკატმა ვლადიმერ ტაბაღუამ. ის პენიტენციურ დაწესებულებაშიც მივიდა, თუმცა სააკაშვილი მას არ შეხვდა. მისი თქმით, არ აჰქონდა ინფორმაცია საქმეში სხვა ადვოკატის ჩართვასთან დაკავშირებით.