მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა. ორგანიზატორია ახლადშექმნილი ორგანიზაცია „თავისუფლება მიშას“. პროტესტის მონაწილეების განცხადებით, სააკაშვილი პოლიტპატიმარია და მის გათავისუფლებამდე აქციებს გააგრძელებენ.
აქციაზე მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ტერიტორიაზე წარწერის გაკეთებაც სცადა, რისი საშუალებაც მას პოლიციამ არ მისცა. დაპირისპირების შედეგად, სამართალდამცავებმა ორი აქტივისტი დააკავეს. მოძრაობის წევრებმა დღეს, 20:00 საათზე აქციის გამართვა რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დააანონსეს.