მიხეილ სააკაშვილის საქმე

მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებმა მოინახულეს. მათი განმარტებით, სააკაშვილი პატრიარქის მიმართვის მიუხედავად, შიმშილობას განაგრძობს. მისი მდგომარეობა ჯერჯერობით არის დამაკმაყოფილებელი. ადვოკატების ინფორმაციით, სააკაშვილი ტელევიზორით გუშინ საღამოდან სარგებლობს. თვალს ადევნებს მიმდინარე მოვლენებსა და მხარდამჭერებს მადლობას უხდის.

ადვოკატებისვე განმარტებით, სააკაშვილს დედა და შვილები, სავარაუდოდ, ორშაბათს მოინახულებენ. დღესვე ადვოკატებმა მიხეილ სააკაშვილის წერილი გამოუტანეს მის მხარდამჭერს, რომელიც აჭარიდან არის ჩამოსული და მეორე დღეა, ციხესთანაა.