მიხეილ სააკაშვილის მოწოდება

სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური შეფასებები კეთდება. შეგახსენებთ, ფეისბუქზე ყოფილმა პრეზიდენტმა დაწერა, რომ ქართველმა ხალხმა უნდა გაითავისუფლოს თავი და უნდა გაათავისუფლოს ისიც.

„ის, რომ მე პოლიტპატიმარი ვარ, იცის მთელმა მსოფლიომ. გამასამართლეს და მასამართლებენ თავიდან ბოლომდე თითიდან გამოწოვილი, გამოგონილი ბრალდებებით. მე კარგის გარდა, არაფერი გამიკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის. ქართველმა ხალხმა ახლავე უნდა დამიხსნას პატიმრობიდან, რათა შევძლო უფრო ეფექტურად დახმარება, მაგრამ რა ტყვეობაშიც არ უნდა მამყოფონ, ვიბრძოლებ ბოლომდე, საქართველოსა და უკრაინის სრულ გამარჯვებამდე!“ – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა სოცქსელში.