„მაქვს ზუსტი გეგმა, როგორ შევძლოთ კორონავირუსის შემთხვევების შემცირება“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც ფეისბუქზე გაავრცელა.
სააკაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და ერთიანი ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში, საქართველოში სწრაფი წინსვლა დაიწყება. „ეს არის გადამწყვეტი არჩევნები, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერობის კანდიდატი.