როგორ მიიღეს ყოფილი პრეზიდენტის შეთავაზება თბილისში. ოპოზიციური პარტიები სააკაშვილის ინიციატივას სხვადასხვაგვარად ეხმაურებიან. მოძრაობაში „ლელო“ აცახდებენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი დღის წესრიგი და ამოცანები აქვს, რასაც პარტიაში არ იზიარებენ.
„ევროპულ საქართველოში“ კი თვლიან, რომ ერთიანი სიის შექმნა რთული იქნება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული სისტემით უნდა ჩატარდეს. კომენტარი გაკეთდა „დემოკრატიული მოძრაობის“ მხრიდანაც.