მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის მკურნალობას აგრძელებს. პარალელურად, აქციებისკენ მოუწოდებს მოქალაქეებს. ის ასევე მიმართავს მხარდამჭერებს, რომ შეიკრიბონ სასამართლოში 29 ნოემბერს, სხდომის პარალელურად. სააკაშვილთან შეხვედრაზე ამ წუთებში ადვოკატები იმყოფებიან. დილიდან კი ყოფილი პრეზიდენტი რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ მოინახულა. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა პატიმარ სააკაშვილის რეაბილიტაციის სხვა გარემოში გავლის საჭიროებაზე.