მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმების შეფასება
15:09, 12.12.2021
ამ წუთებში გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს ხვდება მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე და ცენტრ „ემპათიას“ კონსილიუმის წევრი. ოთარ თოიძემ კლინიკაში შესვლამდე მსჯავრდებულის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს ძილის პრობლემა აქვს, რაც ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებამ გამოიწვია. ოთარ თოიძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობა სპეციალიზებულ კლინიკაში უნდა გაგრძელდეს, კერძოდ ავსტრიაში ან გერმანიაში.
დღესვე, პატიმრის მონახულებას გეგმავენ ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრებიც.