მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობა ექნება ხვალინდელ სასამართლო პროცესს დისტანციურად დაესწროს – განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა. ამის შესახებ ექსპრეზიდენტის ადვოკატმა განაცხადა. თუმცა, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, განკარგულების მიუხედავად, ნებართვას ელოდებიან უშუალოდ კლინიკიდანაც. უფლებადამცველის განმარტებით, ხვალინდელ პროცესზე გასაჯაროვდება ექსპრეზიდენტის დიაგნოზებიც, ჩვენებას კი ამერიკელი ფსიქიატრი და მარიამ ჯიშკარიანი მისცემენ. შესაძლოა, პროცესში ინგლისელი ფსიქიატრიც ჩაერთოს. როგორც ადვოკატმა სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა, უჭირს საუბარი და მასთან კომუნიკაციისას ექსპრეზიდენტს რამდენჯერმე გათიშვის ეპიზოდიც ჰქონდა.