ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გიული ალასანიამ, რომელიც „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იმყოფებოდა. ალასანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტისთვის ახლა სამკურნალოდ უცხოეთში გადაიყვანა მნიშვნელოვანი, რადგან მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებს, გიული ალასანიას თქმით, ამ თემაზე მიხეილ სააკაშვილი არ საუბრობს.