მიხეილ სააკაშვილისთვის ტოქსიკოლოგიური კვლევის ფარგლებში, „ვივამედში“ გამომძიებელი იმყოფება. არის თუ არა ყოფილი პრეზიდენტი მოწამლული, ამის დასადგენად სამხარაულის ბიურომ დამატებით სისხლის ანალიზის ჩატარება მოითხოვა.
კლინიკაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველიც. ადვოკატი ითხოვს, რომ ნიმუშის აღების პროცესს დაესწრონ მათი სამედიცინო ექსპერტები როგორც ქართველი, ასევე უცხოელი. განცხადება გააკეთა კლინიკის დირექტორმაც. მიიღებს თუ არა ექსპრეზიდენტი დამატებით კვლევაში მონაწილეობას, ეს უცნობია.