„ვივამედში“ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მოსანახულებლად ცენტრ „ემპათიის“ ექიმებთან ერთად, ბრიტანელი ექსპერტი მივიდა. კლინიკაში შესვლამდე კომენტარი გააკეთა ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა. მისი თქმით, უცხოელი ექსპერტი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე შეისწავლის. ჯიშკარიანის განმარტებით, უახლოეს დღეებში ყველა ექსპერტის მოსაზრება შეჯამდება და საბოლოო დასკვნაში აისახება.