ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტები კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილს ხვდებიან. მათი განცხადებით, მიმდინარეობს მკურნალობა, არგუმენტაციისთვის საჭიროა სხვადასხვა სპეციალისტის დასკვნა, საბოლოო ანგარიშის მომზადებას კი გარკვეული დრო სჭირდება. ექსპერტები ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ, დროულად წარიმართოს უცხოელი ექსპერტის ლიცენზიის აღიარების პროცედურა და ხელოვნურად ნუ აჭიანურებს პროცესს. მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა.
დღესვე კლინიკაში ყოფილ პრეზიდენტს მისი ადვოკატი შოთა თუთბერიძე შეხვდა.