მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმების დასკვნა ორ-სამ დღეში გახდება ცნობილი, – ამის შესახებ ნევროლოგმა ოთარ თოიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისივე თქმით, ყოფილ პრეზიდენტს კლინიკა „ვივამედში“ მაღალტექნოლოგიური კვლევები, მათ შორის კომპიუტერული და მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიები უკვე ჩაუტარდა. ამასთან, მედიკოსი აცხადებს, რომ საბოლოო დიაგნოზისთვის, შესაძლოა დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები გახდეს საჭირო.