ცენტრ „ემპათიას“ დასკვნას სრულად ეთანხმება ყოფილი პრეზიდენტის დედა. გიული ალასანია შვილის მოსანახულებლად დღეს გორის ჰოსპიტალში იყოფებოდა. მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს და გადაადგილებაც უჭირს. ხვალ ერთი თვე გახდება, რაც ყოფილი პრეზიდენტი მკურნალობას გორის ჰოსპიტალში გადის.