მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობას განაგრძობს. დღეს ექსპრეზიდენტი ვახტანგ კიკაბიძემ მოინახულა, რომელიც ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი იყო. ცნობილი მომღერლისა და მსახიობის თქმით, სააკაშვილი სუსტადაა, თუმცა, არ არის გატეხილი. ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილთან დედა, გიული ალასანია იმყოფება. ის შვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას ითხოვს, უკრაინაში ექსტრადირების საკითხი კი, მისი თქმით, არც კი განუხილავთ.