გიული ალასანიას განცხადება

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ დედამ მოინახულა. გიული ალასანიას თქმით, ყოფილი პრეზიდენტი უკიდურესად მძიმედ არის. სააკაშვილის დედა მედიასთან აცხადებს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. პარალელურად, ექსპრეზიდენტის ოჯახი სტრასბურგში გაგზავნილ სარჩელზე ელოდება პასუხს და იმედი აქვთ, რომ რეაგირება დროული იქნება.