სააკაშვილის ლობისტების საქმიანობა - FARA-ს დოკუმენტები

კელი დეგნანის განცხადებას „ქართულ ოცნებაში“ სამწუხაროს უწოდებენ და იმედი აქვთ, რომ მომდევნო ელჩი უფრო ობიექტური იქნება და საქართველოს ხელისუფლებასთანაც ითანამშრომლებს. მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ ეხმაურებიან ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ საქმიანობის მონაცემებს, რომლებიც სააკაშვილისა და გიული ალასანიას დაქირავებულმა ლობისტურმა კომპანიამ შეასრულა. „ქართული ოცნების“ წევრების შეფასებით, დოკუმენტაციით დგინდება, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული შეტევა საქართველოს წინააღმდეგ.

 კელი დეგნანის კომენტარი