იუსტიციის მინისტრის განცხადება - გიული ალასანიას გამოხმაურება

მიხეილ სააკაშვილი გიული ალასანიამ მოინახულა. ყოფილი პრეზიდენტის დედა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. სააკაშვილის დედა ამბობს, რომ მას პოლონელ ექიმებთან კომუნიკაცია არც კადრების გავრცელებამდე და არც მას შემდეგ არ ჰქონია. გიული ალასანია დარწმუნებულია, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ კადრების გავრცელება, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ამბების გადაფარვას ემსახურება.