მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას. გვიან ღამით ის პირადმა ექიმმა და ალტერნატიული კომისიის წევრმა, ნევროლოგმა ოთარ თოიძემ მოინახულეს. მათ ჟურნალისტებს სააკაშვილის კიდევ ერთი წერილი გააცნეს, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას გამოეხმაურა. სააკაშვილი წერს, რომ „ივანიშვილმა ჯანდაცვის მინისტრს კოვიდის მართვის სრული ჩავარდნა აპატია, მაგრამ არ აპატია მის საკითხზე ობიექტური სპეციალისტების მიერ დაკომპლექტებული სახელმწიფო კომისიის შექმნა“. ყოფილი პრეზიდენტი ეკატერინე ტიკარაძეს მადლობას უხდის „რთულ მდგომარეობაში ადამიანობის შენარჩუნებისთვის“.