მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის აგრძელებს მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მისი ადვოკატები. ინტერესების დამცველებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება პოზიტიურად შეაფასეს. სააკაშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდა ლევან ხაბეიშვილი.