მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი უკვე მე-7 დღეა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს. მასთან დღეს უკვე შევიდნენ ადვოკატები. რაც შეეხება კონსილიუმის წევრებს, ისინი პატიმართან დილიდან იმყოფებიან. სააკაშვილის ნახვის მცდელობა დღეს კიდევ ერთხელ ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, აკაკი მინაშვილს. ის ამ დრომდე ელოდება პასუხს. გორის ჰოსპიტალში დეპუტატების დაშვებაზეა დამოკიდებული შეწყვეტს თუ არა მიხეილ სააკაშვილი მკურნალობას.  მსჯავრდებულმა მესამე პრეზიდენტმა გუშინ დააანონსა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მასთან შეხვედრის უფლება არ ექნებათ საქართველოს პარლამენტის წევრებს, ის უარს იტყვის რეაბილიტაციის კურსსა და წამლების მიღებაზე. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების თქმით, სააკაშვილი არის პატიმარი და არა პაციენტი და კანონის მიხედვით, მასთან დეპუტატების შესვლა პარლამენტის თავმჯდომარის ნებართვის საფუძველზე, შესაძლებელია.