მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთ წერილს აქვეყნებს. ყოფილი პრეზიდენტი ამჯერად ემიგრანტებს მიმართავს, რომ ერთი დღით ჩამოვიდნენ ქვეყანაში, საიდანც აუცილებლად გამარჯვებულები დაბრუნდებიან უკან.
განცხადება ჟურნალისტებს ვალერი გელბახიანმა გააცნო. მისი თქმით, ის თავად სააკაშვილმა დაიბარა და სამართლებრივ და პოლიტიკურ თემებზე ისაუბრეს.