მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილი დღეიდან კონსილიუმის წევრებთან თანამშრომლობას წყვეტს. მისი განცხადებით, აღარ მიიღებს შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩააბარებს ანალიზებს. ამის შესახებ სააკაშვილის წერილი დღეს მისმა ადვოკატმა პენიტენციური დაწესებულებიდან გამოიტანა. მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისა და მეორე ტურში მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მისი სიცოცხლის გაგრძელება მთლიანად მიბმულია მოქალაქეების ხვალინდელ გადაწყვეტილებაზე. დღესვე რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა მოინახულა. მისი თქმით, სააკაშვილს წმინდა წერილი გადასცა. მეუფე გრიგოლის განმარტებით, სააკაშვილი სუსტად გამოიყურება, თუმცა მხნეობას არ კარგავს.