კლინიკა „ვივამედთან“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ექიმები იმყოფებიან. მათი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობა შეცვლილია, უფრო კონკრეტულად კი, სატურაცია, ანუ ჟანგბადის მიწოდება ორგანიზმში დაწეულია. მედიკოსები ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და მკურნალობის შესახებ კლინიკისგან მეტ ინფორმაციას ითხოვენ. საპასუხოდ, „ვივამედში“ აცხადებენ, რომ სააკაშვილის სატურაციის ცვლილება მის ფიზიკურ აქტივობას უკავშირდება და პაციენტის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია.