იმსჯელებს თუ არა ოპოზიცია ერთიანი საარჩევნო სიის შექმნასთან დაკავშირებით – მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომელიც უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს გააჟღერა, ოპოზიციაში აზრთასხვადასხვაობა მოჰყვა.
ერთიანი საარჩევნო სიის იდეასთან დაკავშირებით, მოლაპარაკების ერთ მაგიდასთან მსხდომებს რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ, თუმცა, გახდება თუ არა აღნიშნული საკითხი განხილვისა და მსჯელობის საგანი „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მორიგ შეხვედრაზე, ჯერჯერობით, გაურკვეველია.
რა არგუმენტები აქვთ ახალი ინიციატივის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს – მხარეთა პოზიციები ნათია ქენქაძის სიუჟეტში.