სააკაშვილის განცხადება საქართველოში ჩამოსვლის შესახებ, ისევ განხილვის თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ნაწილს დაპირების არ სჯერა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარწმუნებულები არიან, რომ 2 ოქტომბერს ყოფილი პრეზიდენტი თბილისში იქნება. უმრავლესობაში კი მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე საუბარი, ოპოზიციის გეგმის ნაწილია.