მიხეილ სააკაშვილი საპატრიარქოს წერილს ეხმაურება.
„მინდა ვუპასუხო მათ, ვინც „სულიერი რეალობა“ რაღაცნაირად ციხეს დაუკავშირა. მათ გამორჩათ სიტყვა „სულიერი“. ბოლო წლის განმავლობაში მე მართლაც გავძლიერდი სულიერად“, – ნათქვამია სააკაშვილის გზავნილში. მისი თქმით, ბოლო წლის განმავლობაში ბევრი ლოცვის დრო და შესაძლებლობა ჰქონდა.
საპატრიარქოს მიერ გაგზავნილი წერილი დღეს ოპოზიციის და მმართველი გუნდის წარმომადგენლებმაც შეაფასეს.