მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან

მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით, პოლიტიკური შეფასებები კეთდება. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მესამე პრეზიდენტმა 42-დღიანი შიმშილობით საკუთარი როლი შეასრულა და ახლა მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებაა მნიშვნელოვანი. Მათი თქმით, ხელისუფლებამ შემხვედრი ნაბიჯი უნდა გადადგას და ის სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანოს. Მმმართველ გუნდში იმ ნაბიჯებს, რაც შედეგად შიმშილობის შეწყვეტას მოიტანს, დადებითად აფასებენ, თუმცა აცხადებენ, რომ თუ პენიტენციურ სამსახურს ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისის მიწოდება შეუძლია, პირველი არჩევანი სწორედ პენიტენციური სამსახურის სამკურნალო დაწესებულებაზე უნდა გაკეთდეს.