კიევის ცენტრში მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ სახლთან მოვლენები დღეს დილით დაიძაბა. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის დაცვამ წინააღმდეგობა გაუწია. თავად სააკაშვილი კი სახლის სახურავზე გამაგრდა. საქართველოს ექს პრეზიდენტს უკრაინის პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით წარუდგინა, რაც დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარებას და დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას გულისხმობს.