ვალერი გელბახიანის მიერ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას უკვე მეორე დღეა პოლიტიკოსები ეხმაურებიან. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაა, სხვა ყველაფერი კი პოლიტიკური სპეკულაციაა. მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ სააკაშვილის შესაძლო გადაწყვეტილება ქართულ პოლიტიკურ რეალობას იქამდე არ შეცვლის, სანამ დესტრუქციული ოპოზიციური პარტიები იარსებებენ.