მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ქართულ პოლიტიკას მთლიანად ტოვებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის პოლიტიკურმა რესურსმა თავი ამოწურა და დღის წესრიგის ამოცანებიც ამის მიხედვით შეიცვალა. გელბახიანი ამბობს, რომ მთავარი ჯანმრთელობა და სიცოცხლეა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის ხმაურიანი განცხადების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან დისტანცირების საკითხი დღის წესრიგში არ დგას და ამაზე ექსპრეზიდენტთან შეხვედრების დროს საუბარიც არ ყოფილა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გელბახიანის განცხადებაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებენ.