მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაზე უარს ამბობს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს წყვეტს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი ავრცელებს. ვალერი გელბახიანი განმარტავს, რომ სააკაშვილმა პოლიტიკური რესურსი ამოწურა და დღის წესრიგის ამოცანებიც შეიცვალა.
მსჯავრდებული სააკაშვილის მთავარი მიზანი ახლა, ადვოკატის თქმით, ჯანმრთელობაზე ზრუნვა და გადარჩენაა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ექსპრეზიდენტი 12 მაისს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის.