მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საკითხზე მოსამართლე გიორგი არევაძე იმსჯელებს. როგორც ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, მისთვის უცნობია, რა პრინციპით დაეწერა არევაძეს აღნიშნული საქმე. მისი თქმით, მოსამართლემ სააკაშვილის შეწყალებაზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, რაც გარკვეულ კითხვებს ბადებს. ხაჭაპურიძე მიიჩნევს, რომ თუ არ მოხდება სასჯელის გადავადება, ან გათავისუფლება, ეს მიხეილ სააკაშვილისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება.
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველების სარჩელთან და მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ განცხადებებს ცოტა ხნის წინ გამოეხმაურნენ მმართველ გუნდშიც.