მიხელ სააკაშვილის გადაწყვეტილებას უვადო შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით, ეხმაურებიან პოლიტიკოსები. ოპოზიციაში მოსაზრებები განსხვავებულია. ერთი ნაწილი მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მისი მიზანია, პროცესების გადაფარვა და მასზე ყურადღების გადატანა. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროვოკაციული ნაბიჯია და მისი, ისივე როგორც ყველა პატიმრის უფლებები დაცულია.