მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სახალხო დამცველმა მოინახულა

ამ წუთებში რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში უკრაინის ომბუდსმენი, ლუდმილა დენისოვა იმყოფება. ის საქართველოში მიხეილ სააკაშვილის სანახავად ჩამოვიდა. შესვლამდე ომბუდსმენმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ აინტერესებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უკვე 27-ე დღეა შიმშილობს.

მოამბე