მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დააკავეს

მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. შესაბამისი განცხადება ერთი საათის წინ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგი შინაგან საქმეთა მინისტრთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად გამართა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ქართველ სამართალდამცავებს უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით ექს-პრეზიდენტის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონდათ. პრემიერს არ დაუკონკრეტებია, როდის და სად ჩატარდა დაკავების ოპერაცია.