მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში თანაგუნდელმა მოინახულა

დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილთან პენიტენციურ დაწესებულებაში მისი თანაგუნდელი ეკა ხერხეულიძე. ის აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მოუწოდებს თანაგუნდელებს, რომ მეორე ტურისთვის მოემზადონ. მიხეილ სააკაშვილი ამ შედეგებს მნიშვნელოვან გამარჯვებას უწოდებს.

ეკა ხერხეულიძემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის გზებთან დაკავშირებით, თუმცა, არ სურს საუბარი რა გზით შემოვიდა ქვეყანაში, ამბობს, რომ საზღვრის დარღვევაზე ბრალს არ ეთანხმება.