მიხეილ სააკაშვილი „პოლიტიკოს“ წერილს უგზავნის

მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო გამოცემა „პოლიტიკოს“ წერილს უგზავნის, სადაც ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, დემოკრატიის სამიტზე საქართველოს მთავრობის მიწვევის გადაწყვეტილება გააუქმოს. ასევე სააკაშვილი წერილში წერს, რომ „დაპატიმრებულია პოლიტიკური მოტივებით და თითქმის 50 დღის განმავლობაში დაკავებასა და საქართველოს მთავრობის მხრიდან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობებს შიმშილობით აპროტესტებდა“. ექსპრეზიდენტის თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ გააძლიერა კონტროლი სასამართლო სისტემაზე და ბევრ სახელმწიფო და არასახელმწიფო მედიასაშუალებაზე, დაუშვა კორუფციის ზრდა, მანიპულირებდა არჩევნებით და უბიძგებდა ქვეყანას პუტინის რუსეთთან დაახლოებისკენ. ახლა ქართველ ხალხს, ავტორიტარიზმის საფრთხის წინააღმდეგ, დემოკრატიული და პროდასავლური მისწრაფებების აქტიური მხარდაჭერა სჭირდება“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.