დაძაბული ვითარებაა ამ წუთებში კიევის ცენტრში, სადაც რამდენიმე საათის წინ მიხეილ სააკაშვილის და მისი მომხრეების აქცია დაიწყო, სახელწოდებით მარში იმპიჩმენტისთვის.
მოამბის კორესპონდენტი იტყობინება, რომ მიხეილ სააკაშვილი ოქტომბრის კულტურის სასახლეში შეჭრას გეგმავს. სასახლის შესასვლელი კი, სპეცრაზმს ცოცხალი ჯაჭვით აქვს გადაკეტილი.
დემონსტრანტები უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტს და სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვენ. სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინა ოლიგარქების ტყვეობაშია და მათ ქვეყანა უნდა გაათავისუფლონ.
გურამ როგავა ჩაგვერთვება უკრაინიდან პირდაპირ ეთერში.