მიხეილ სააკაშვილი დილიდან სამედიცინო კვლევებზე იმყოფება „ვივამედში“. კლინიკაში ის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან დილის 11 საათზე გადაიყვანეს. ტერიტორიაზე იმყოფებოდა მსჯავრდებული პრეზიდენტის დედა და პირადი ექიმი, რომლებმაც მასთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა ექიმებმა ისინი არ დაუშვეს. რა სახის კვლევები უტარდება და როდემდე დარჩება სააკაშვილი „ვივამედში“, ჯერ უცნობია.