პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს ადვოკატებმა. ბექა ბასილაიას თქმით, სააკაშვილს უარი ეთქვა სატელეფონო ზარების განხორციელებაზე. გარდა ამისა, ადვოკატების ინფორმაციით, ერთ-ერთ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის პროცესი 10 ნოემბრამდე არ გაიმართება. ადვოკატები ამბობენ, რომ ხელისუფლებას სააკაშვილის ეშინია და არ სურს მისი გამოჩენა სასამართლო დარბაზში. დიტო საძაგლიშვილის ინფორმაციით, დაცვის მხარე სამართლებრივ ბრძოლას განაგრძობს. პენიტენციურ დაწესებულებასთან იმყოფება უკრაინელი პოლიტიკოსი, რადას დეპუტატი ლიზა იასკო. ის მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლებას ელოდება. ლიზა იასკოსთან პირადი ურთიერთობის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულების წინ, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად კარავი გაშალა ერთმა პირმა, რომელიც ამბობს, რომ არის ემიგრანტი, თუმცა ბადრი ნემსაძეს დაცვის სამსახურმა ციხის წინ კარვის გაჩერების უფლება არ მისცა. კარავი გზის მეორე მხარეს გადაიტანეს. ადგილზე მისული იყო პოლიცია.