მიხეილ ნანეიშვილი გარდაიცვალა

83 წლის ასაკში ფილოსოფოსი მიხეილ ნანეიშვილი გარდაიცვალა. მიხეილ ნანეიშვილის აქტიური საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობას უკავშირდება. ის 1934 წელს თბილისში დაიბადა. 1961 წ. დაამთავრა თსუ-ს ფილოსოფიის ფაკულტეტი. იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ლიბერალურ-დემოკრატიული ეროვნული პარტიის თავმჯდომარე და საკონსტიტუციო ჯგუფის წევრი.