არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე და მიხეილ კალანდიას ეპიზოდი.
საქალაქო სასამართლოში განხილვა მიმდინარეობს. პროცესზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე უნდა დაკითხულიყო, რომელიც ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულია, თუმცა მან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დაკითხვის გადადება ითხოვა. მოსამართლემ მოთხოვნა დააკმაყოფილა.
პროცესი ამ წუთებში წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევით მიმდინარეობს.