თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას პროცესი განახლდა.
სხდომაზე ბრალდების მოწმეები დაიკითხებიან. კალანდიას უფლებადამცველის განცხადებით, მას არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით ისაუბრებენ ისინი. ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის უნდანაშაულბაზე საუბრობს.
შეგახსენებთ, მიხეილ კალანდია, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა გასული წლის 4 ივნისს დააკავეს.