მიხეილ ჯანელიძე - პასუხი უნდა აგოს რუსეთმა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლს ახორციელებს
საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში იყო.
მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ითხოვს, დაისაჯონ დამნაშავეები, როგორც ტატუნაშვილის, ისე ოთხოზორიას, ბაშარულისა და ყველა იმ დანაშაულის შემთხვევაში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება.
როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, უპრეცედენტო გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის ფორმატებში და, რა თქმა უნდა, საჭიროა, ყველამ აგოს პასუხი, მათ შორის რუსეთმა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს.